აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად დღეს თბილისს ეწვევა

ალიევი

 თბილისში დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს მეუღლესთან და წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად ეწვევა. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შედგება ილჰამ ალიევის შეხვედრები მიხეილ ყაველაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზინდეტების პირისპირ შეხვედრა. მოგვიანებით ილჰამ ალიევს უკვე საქართველოს პრემიერი მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლებს. ამჯერად პირისპირთან ერთად შედგება

გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებიც; მედიისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები. ალიევთან ერთად თბილისში დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები ჩამოდიან.