დაღესტანში ძლიერი წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ბსჰს

 დაღესტანში, ძლიერი წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. წყალდიდობის შედეგად 140-მდე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დატბორილია ქუჩები, მეწყერი ჩამოწვა გზატკეცილზე და შეფერხებულია რკინიგზის მოძრაობა. ამ კვირაში დაღესტანში ეს მეორე ძლიერი წყალდიდობაა.