ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
1775413908
ირანის პარლამენტის სპიკერი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, სახიფათო თამაში დაასრულოს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ თეთრი სახლის ლიდერი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრძანებებს ასრულებს, თუმცა ომის დანაშაულების ჩადენით ვერაფერს მიაღწევს.
„თქვენი დაუფიქრებელი ნაბიჯები ჯოჯოხეთში ითრევს თითოეულ ოჯახს და მთელი ჩვენი რეგიონი დაიწვება, რადგან თქვენ დაჟინებით ასრულებთ ნეთანიაჰუს ბრძანებებს. არ შეცდეთ: ომის დანაშაულებით ვერაფერს მიაღწევთ. ერთადერთი რეალური გამოსავალი ირანელი ხალხის უფლებების პატივისცემა და ამ სახიფათო თამაშის დასრულებაა“, - აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი.