ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-ის მუქარა ენერგოობიექტებზე თავდასხმის შესახებ, სამხედრო დანაშაულების აღიარებაა

ნდნნე

 შეერთებული შტატების მუქარა ენერგოობიექტებზე თავდასხმის შესახებ ვაშინგტონის მხრიდან სამხედრო დანაშაულების აღიარებაა, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აბას არაღჩის თქმით, შეერთებული შტატები სამხედრო მოქმედებების დაწყების დღიდან ახორციელებდა ირანის სამრეწველო-ენერგეტიკულ, ბირთვულ, სასწავლო და სამედიცინო ობიექტებზე დარტყმებს, რასაც გაეროს უშიშროების საბჭომ და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ შესაბამისი შეფასება უნდა მისცეს.