რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
იტალიის პრემიერ-მინისტრი ბაქოში ვიზიტით იმყოფებოდა. ჯორჯია მელონისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი საკითხები ენერგეტიკული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, სავაჭრო მარშრუტების გამტარუნარიანობის გაზრდა და ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია იყო.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანიდან ნავთობისა და გაზის მოწოდებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იტალიის ენერგოუსაფრთხოებისთვის.
"რაც უფრო იზრდება ჩვენს გარშემო არასტაბილურობა, მით უფრო მნიშვნელოვანია იმ მყარი საფუძვლების განმტკიცება, რაც გაგვაჩნია. აზერბაიჯანიდან ნავთობისა და გაზის მოწოდებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იტალიის ენერგოუსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ეს კავშირი არა მხოლოდ მოცულობების ზრდით, არამედ მაღალტექნოლოგიური სამრეწველო პარტნიორობით მთელი წარმოების ჯაჭვის გასწვრივ", - აცხადებს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი.