1769975663
AXIOS: უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებს, რომელიც უახლოეს დღეებში აბუ-დაბიში უნდა გაიმართოს, სტივ უიტკოფი დაესწრება
უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებს, რომელიც უახლოეს დღეებში აბუ-დაბიში უნდა გაიმართოს, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი დაესწრება. ამის შესახებ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით AXIOS-ის ჟურნალისტმა, ბარაკ რავიდმა განაცხადა.
მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ უიტკოფი სამშაბათს ისრაელში ჩავა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შეხვდება.
რავიდი წერს, რომ ისრაელის შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი აბუ-დაბიში გაემგზავრება, სადაც უკრაინასა და რუსეთთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავს.












