„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
ამერიკული გამოცემა Axios-ი იტყობინება, რომ გასაიდუმლოებული სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, კუბამ 300-ზე მეტი დრონი შეიძინა და დაიწყო მათი გამოყენების განხილვა გუანტანამოს ყურეში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზის, აშშ-ის გემებისა და, შესაძლოა, ფლორიდის შტატის ქალაქ კი-უესტის წინააღმდეგ, რომელიც ჰავანიდან 145 კილომეტრში მდებარეობს.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, თუ რამდენად განიხილავს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კუბას საფრთხედ უპილოტო ტექნოლოგიების განვითარებისა და ჰავანაში ირანელი სამხედრო მრჩევლების ყოფნის გამო.
„როდესაც ვფიქრობთ იმაზე, რომ მსგავსი ტექნოლოგიები ასე ახლოსაა, ისევე როგორც სხვადასხვა ბოროტგანმზრახველებზე - ტერორისტული ჯგუფებიდან და ნარკოკარტელებიდან დაწყებული, ირანელებითა და რუსებით დამთავრებული, ეს შეშფოთებას იწვევს. ეს მზარდი საფრთხეა“, - აღნიშნა ჩინოვნიკმა.
სტატიას კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრუნო როდრიგესი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ-მა კუბიდან მომავალი საფრთხის შესახებ საქმე შეთხზა, რათა ეკონომიკური სანქციები და შესაძლო სამხედრო ინტერვენცია გაამართლოს.
„კუბა არავის ემუქრება და არ სურს ომი“, - აღნიშნა როდრიგესმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში და დასძინა, რომ ქვეყანა „ემზადება საგარეო აგრესიის მოსაგერიებლად, გაეროს წესდებით აღიარებული კანონიერი თავდაცვის უფლების ფარგლებში“.