აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანში მიმდინარე ომის მიზნების განმარტებას სთხოვს. ამასთან, ალბანეზმა მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა.
„მინდა, მეტი სიცხადე იმის შესახებ, რა მიზნები აქვს ამ ომს და მსურს, ვიხილოთ დეესკალაცია“, – განაცხადა ალბანეზმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად, როდესაც მას დონალდ ტრამპის სამხედრო კამპანიის შეფასება სთხოვეს.
ამავე დროს, ავსტრალიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ივნისის ბოლომდე საწვავზე გადასახადის განახევრების შესახებ.
„საწვავის გადასახადს სამი თვით ვანახევრებთ. საზღვარგარეთ მიმდინარე კონფლიქტი შიდა ფასებს ზრდის და ვიცით, რომ ავსტრალიელები ამას გრძნობენ“, – წერს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.