ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს რიგგარეშე სხდომას დაესწრო

მერი

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, პირველ მოადგილესთან დავით პაპაშვილთან ერთად, 30 მარტს საკრებულოს რიგგარეშე სხდომას დაესწრო.

სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე უძღვებოდა, წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს თავმჯდომარემ და წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს.

სხდომის ფარგლებში დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს: 

1. 2026 წელს ასპინძის მუნიციპალიტეტში, მთის ფონდიდან განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში პროექტების მოწონების შესახებ.
 მომხსენებლები: ბ. ბერიძე; დ. ზღუდაძე.

საკრებულოს წევრებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში  მთის ფონდიდან, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტები ერთხმად დაამტკიცეს.