სელინ დიონი სცენაზე ბრუნდება

სელინ დიონი

ცოტა ხნის წინ,  საერთაშორისო მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც სელინ დიონი სცენაზე უახლოეს მომავალში დაბრუნდება.  უცხოური გამოცემების ცნობით, მომღერალი კონცერტებს მიმდინარე წლის სექტემბერსა და ოქტომბერში,  პარიზში გამართავს.

მართალია, დიონის წარმომადგენლებს ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ - თუმცა, პარიზის ქუჩებში ათობით სარეკლამო დაფა უკვე გამოჩნდა, რომლებზეც ვარსკვლავის ცნობილი სიმღერების სათაურებია გამოსახული.  

აღსანიშნავია, რომ არტისტის ბოლო შესრულება მაყურებელმა 2024 წელს, პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იხილა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ბოლო დროს  სელინ დიონი საჯაროდ საკმაოდ იშვიათად ჩნდება.  2022 წლის სექტემბერში, მას უიშვიათესი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც გაშეშებული ადამიანის სინდრომის სახელითაა ცნობილი.  ის კუნთოვან გაშეშებას, ტკივილსა და კრუნჩხვებს იწვევს.

დაავადებულებებს ხშირად  „ქანდაკებებადაც“ მოიხსენიებენ, რადგან სიმპტომები თანდათან პროგრესირებს და ბოლოს ადამიანს სიარული და ლაპარაკი აღარ შეუძლია.  მისი განკურნების გზა არ არსებობს,  თუმცა, მკურნალობით მისი პროგრესირების შენელება შესაძლებელია.