აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
მარტის მიწურულს გასული ასტროლოგიური მოვლენების კვალი ჯერ კიდევ შეიმჩნევა, აპრილი კი მზისა და შავი მთვარის (ლილიტის) კარმული ასპექტით დაიწყება. აღნიშნული მოვლენა, უპირველეს ყოვლისა, ლომებზე, ვერძებსა და, ირიბად, მშვილდოსნებზე აისახება. ზემოხსენებული ნიშნები საკუთარი პერსონისადმი ყურადღების მიპყრობის მცდელობაში ზომიერების გრძნობას დაკარგავენ და შესაძლოა, გარკვეული მოვლენების მიმართ არასწორი დასკვნები გამოიტანონ.
2 აპრილს, სასწორის ნიშანში სავსემთვარეობისას, შინაგანი ბალანსის მოსაპოვებლად საუკეთესო პერიოდი დადგება. ამ დროს წინა პლანზე პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა სახის, მათ შორის პირადი ხასიათის შეთანხმებები გადმოვა. კონფლიქტებისთვის თავის არიდება და ახლობლებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობა აუცილებელია. გარდა ამისა, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვაც მეტად სასარგებლო იქნება.
მერკურისა და იუპიტერის ტრიგონი ბევრს ოპტიმიზმსა და მნიშვნელოვან საქმეებში პოზიტიურ პერსპექტივებს ჰპირდება. კომერციული საქმიანობა, ვაჭრობა, კონფერენციებისა და პრეზენტაციების გამართვა, ასევე ახალი კავშირების დამყარება წარმატებული აღმოჩნდება.
ვენერასა და პლუტონის კვადრატურა პარასკევს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში უთანხმოებასა და კონფლიქტებს გამოიწვევს. ამ პერიოდში ადამიანებისთვის განზრახ წინააღმდეგობის გაწევა, ფულის ფლანგვა ან ახალ პროექტებში ინვესტირება არ ღირს.
შაბათს მზისა და იუპიტერის კვადრატურამ შესაძლოა, გადამეტებულ ამბიციებსა და ექსტრავაგანტურობასთან დაკავშირებული პრობლემები გაამწვავოს.
უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 30 მარტი - 5 აპრილის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:
ვერძი
ვერძებს თავშეკავება და ახლობლებთან კომუნიკაციისას განსაკუთრებული ყურადღება მართებთ - ურთიერთობების ხანგრძლივად გაფუჭების საფრთხე არსებობს... რომანტიკული სფერო ახალი თაყვანისმცემლებით, ხოლო არსებული პარტნიორებისგან მიღებული საჩუქრებით გაგახარებთ. სავსემთვარეობისას უჩვეულო, მაგრამ თქვენთვის საინტერესო მოვლენებია მოსალოდნელი, დასვენების დღეები კი უმჯობესია, მშვიდ გარემოში გაატაროთ.
კურო
კუროებს ახლობლებთან ეჭვიანობისა და უკმაყოფილების გამოხატვისგან თავის შეკავება მოეთხოვებათ. საკუთარ ემოციებში გარკვევა არა მხოლოდ ჰარმონიის შენარჩუნებაში, არამედ პოზიციების განმტკიცებაშიც დაგეხმარებათ. პროფესიულ სფეროში არსებული სიმშვიდე ახალი უნარების ასათვისებლად გამოიყენეთ. სიყვარულში კი ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმეტესობას მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება.
ტყუპები
ტყუპები იურიდიულ საქმეებს, კომერციულ საკითხებსა და საერთაშორისო კონტაქტებს წარმატებით მოაგვარებენ. კვირის პირველ ნახევარში საქმიანი მივლინებები ძალიან ეფექტური იქნება. მეორე ნახევარში კი ფულადი ხარჯების შეზღუდვა და საეჭვო პროექტებში ინვესტირებისგან თავის არიდება გმართებთ. ფინანსური სფერო არასტაბილური იქნება, რომანტიკული კი, პირიქით, სიხარულის მიზეზებს მოგცემთ.
კირჩხიბი
კირჩხიბები მატერიალური საკითხებით იქნებიან დაკავებულნი, თუმცა შესაძლოა, პირადი ურთიერთობების სფეროში რაიმე მნიშვნელოვანი გამოეპაროთ. მეგობრებთან წარმოქმნილი კონფლიქტისას მხოლოდ საკუთარი აზრის გათვალისწინება არ ღირს - სხვისი პოზიციის გააზრება მეტ სარგებელს მოგიტანთ. დასვენების დღეების მშვიდ გარემოში გატარება ჯობს.
ლომი
ლომები საკუთარი პატივმოყვარეობისა და გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილის მსხვერპლად გახდომის რისკის წინაშე დგანან. უხერხულ სიტუაციაში მოხვედრის ალბათობა დიდია, ამიტომ კვირის პირველ ნახევარში მოკრძალება და თავშეკავება თქვენი საუკეთესო მეგობარი უნდა გახდეს. რომანტიკული პარტნიორები მოულოდნელი სიურპრიზებით გაგახარებენ, დასვენების დღეებში კი საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმეთ.
ქალწული
ქალწულები წარმატებას განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, მედიცინასა და საკონსულტაციო საქმიანობაში მიაღწევენ. ისინი ძველი იურიდიული საკითხების მოგვარებას შეძლებენ, ხოლო სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია მათ ახალ კავშირებსა და შესაძლებლობებს მოუტანს. კვირის ბოლოს ნათესავებთან და რომანტიკულ პარტნიორებთან ურთიერთობისას გარკვეული გაღიზიანება და შეუვალობა მათ ცუდ სამსახურს გაუწევს. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურობით ნაკლებად გამოირჩევა, თუმცა დროულად მიღებული ზომები სერიოზულ პრობლემებს თავიდან აგარიდებთ.
სასწორი
სასწორები 2 აპრილის სავსემთვარეობას რთულად გადაიტანენ. აღნიშნულმა მოვლენამ მათში ემოციური არასტაბილურობა, კრიტიკისადმი მომატებული მგრძნობელობა და თვითშეგრძნების გაუარესება შეიძლება, გამოიწვიოს. ამ დღეს დაგეგმილი მგზავრობებისა და მივლინებების მომდევნო დღისთვის გადადება აჯობებს, რადგან ისინი მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული და ეფექტური. კვირის განმავლობაში უძრავი ქონების შესაძენად ფულის დახარჯვისგან თავის შეკავებაა რეკომენდებული.
მორიელი
მორიელები კვირის დიდ ნაწილს კარიერულ საკითხებს, სამსახურის შეცვლასა და პირადი შემოსავლების გაზრდის გზების ძიებას დაუთმობენ. პერიოდის მეორე ნახევარში მომატებულმა კონფლიქტურობამ უახლოეს გარემოცვასთან ურთიერთობის გაუარესება შეიძლება, გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, ამ ნიშნის წარმომადგენლები საკუთარ თავს ხელში სწრაფად აიყვანენ და თავიანთი ქმედებებისა თუ გამონათქვამების ნეგატიური შედეგების უმეტესობას გაანეიტრალებენ. რომანტიკული სფერო მათ სასიამოვნო სიურპრიზებს უქმეების მოახლოებისას შესთავაზებს...ვრცლად
აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778