"აუზის მოაჯირზე ჩამოკიდებულები იპოვეს..." - ბარი და ჰანი შერმანების იდუმალებით მოცული საქმე, რომელიც დღემდე გაუხსნელია

მკვლელობა

2017 წლის 15 დეკემბერს, ბარი და ჰანი შერმანი, მდიდარი წყვილი, გარდაცვლილი იპოვეს ტორონტოში, საკუთარ სახლში. წყვილი ქამრებზე იყო ჩამოკიდებული დახურული აუზის მოაჯირზე. დანაშაულის კვალის არარსებობის გამო, თავიდან პოლიციამ საქმე თვითმკვლელობად აღიქვა. მაგრამ როდესაც გაკვეთის შედეგები მოვიდა, გაირკვა, რომ წყვილი მოკლეს. დღემდე არავინ იცის ვინ მოკლა შერმანები.

ბარი შერმანი ცნობილი იყო ტორონტოში, როგორც უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის დამფუძნებელი. მან ბევრი მტერი გაიჩინა თავისი საქმიანი ურთიერთობებით.

შერმანს მკვლელობამდე სასამართლო პროცესები და ოჯახური დავა ჰქონდა. 2007 წელს ბარი შერმანს უჩივლეს მისმა ბიძაშვილებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ბარიმ არ გადაუხადა მათ თავიანთი წილი, რომელიც მამის ფარმაცევტული კომპანიის გაყიდვიდან მიიღო. დაიწყო სამართლებრივი ბრძოლა, ბიძაშვილებს Apotex-ში 20% უნდოდათ.

როგორც ცნობილია, ბარიმ თავის ბიძაშვილებს შესთავაზა მილიონობით დოლარი ფინანსური დახმარება მას შემდეგ, რაც მათი მშობლები გარდაიცვალნენ. მაგრამ ბიძაშვილები ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო ტაქტიკა, რათა არ მიეღოთ თავიანთი უფლებები ბიზნესზე. 2017 წელს ონტარიოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ბიძაშვილების წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო.

კერი ვინტერმა, ბარის ერთ-ერთმა ბიძაშვილმა, გამოხატა თავისი გაბრაზება ბარის მიმართ 2018 წელს CBC-თან ინტერვიუში და თქვა: „ის არ იყო მოსიყვარულე, კეთილი ადამიანი. მას ერთი რამ აინტერესებდა - ფული. არ აინტერესებდა ვინ გაანადგურა, ვის გადააბიჯა, ან ვის დაარტყა“.

ვინტერი ამტკიცებდა, რომ წლების წინ, ბარიმ მას საკუთარი მეუღლის, ჰანის მოკვლაც კი დაავალა, თუმცა გეგმა გაუქმდა. აქედან გამომდინარე, ვინტერის ვერსია ამ საქმესთან დაკავშირებით ასეთი იყო: ბარიმ მოკლა ჰანი, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ვინტერი და მისი ადვოკატი შეთანხმდნენ სიცრუის დეტექტორის ტესტზე, რათა დაემტკიცებინა, რომ ბარიმ დაავალა მას ცოლის მკვლელობის მოწყობა, თუმცა მას აღარ გაუკეთებია ტესტი იმის შესახებ, იყო თუ არა მონაწილე შერმანების სიკვდილში.

2017 წლის ზამთარში ბარი და ჰანი შერმანი თავიანთი სახლის გაყიდვას გეგმავდნენ. ჰანი ასევე ემზადებოდა მაიამიში დასასვენებლად, ბარი კი მას ერთი კვირის შემდეგ უნდა შეერთებოდა.

დანაშაულის სცენა

15 დეკემბერს დილით შერმანების სახლში უძრავი ქონების აგენტები მივიდნენ, რათა პოტენციური მყიდველებისთვის სახლი ეჩვენებინათ. სწორედ უძრავი ქონების აგენტმა აღმოაჩინა დახურულ აუზთან ცოლ-ქმარი.

დანაშაულის ადგილზე, სარდაფსა და ავტოფარეხს შორის კარის მახლობლად, უძრავი ქონების აგენტებმა ასევე იპოვეს ბარის ხელთათმანები და სახლის შემოწმების საბუთები.

სახლში იძულებითი შესვლის კვალი არ ჩანდა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, შერმანები ხშირად ტოვებდნენ კარებსა და ფანჯრებს გახსნილს. მართლაც, უძრავი ქონების აგენტებმა დაადგინეს, რომ სარდაფის ფანჯარა და კარი ღია იყო. მისი აზრით, სავარაუდოდ, დამნაშავემ სახლის განლაგებაც კარგად იცოდა.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ცოლ-ქმარი დაახრჩვეს. უფრო მეტიც, შერმანის მაჯაზე არსებული ნიშნები იმაზე მეტყველებდა, რომ ისინი ორივეს ელვით შეკრული ჰქონდათ. ასევე, დაადგინეს, რომ ჰანი მოკლული იყო სახლის სხვა ნაწილში და მისი ცხედარი აუზის ზონაში ჩაათრიეს.  დღემდე არავინ იცის ვინ მოკლა ცოლ-ქმარი.

პოლიციამ ვიდეოკამერაში მამაკაცის ლანდიც დააფიქსირა.

გამოძიება გრძელდება, ტორონტოს პოლიცია კვლავ აგრძელებს შერმანების იდუმალი სიკვდილის საქმეს. ბარისა და ჰანი შერმანის სახლი, რომლის გაყიდვასაც ისინი მკვლელობამდე აპირებდნენ, 2019 წელს დაანგრიეს.

ასევე ნახეთ: 

დედა შვილს ტკბილეულის ყიდვის სანაცვლოდ ქურდობას აიძულებდა (რუსეთი)

გატაცებული 11 წლის გოგონას ამბავი, რომელმაც 18 წელი ტყვეობაში გაატარა - როგორ დააღწია თავი მანიაკს

25 წლის წინ გაუჩინარებული ოჯახი, აგარაკზე დამარხული იპოვეს (რუსეთი)