25 წლის წინ გაუჩინარებული ოჯახი, აგარაკზე დამარხული იპოვეს (რუსეთი)

მოკლული ოჯახი

კრასნოიარსკში დასრულდა გამოძიება ვიკულინის ოჯახის სამმაგი მკვლელობის საქმეზე - მამა, დედა და მათი ქალიშვილი წლების წინ გაუჩინარდნენ. საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ 1998 წელს დაიწყო და წლების განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. 

როგორც რუსული მედია იუწყება, 1998 წელს შეშფოთებულმა ნათესავებმა პოლიციას შეატყობინეს სამსულიანი ოჯახის გაუჩინარების შესახებ - მათი განცხადებით, საეჭვოდ დაიკარგა 36 წლის მამა, 31 წლის დედა და 5 წლის ქალიშვილი. ვიკულინები მოულოდნელად გაუჩინარდნენ ვინმეს გაფრთხილების გარეშე, რაც მათთვის უჩვეულო იყო და მათი ახლობლები მაშინვე მიხვდნენ, რომ რაღაც ცუდი მოხდა.

სახლის დათვალიერების შემდეგ სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს სისხლის კვალი, თუმცა ვერც გვამებს და ვერც მკვლელს მიაგნეს. საქმეს მხოლოდ 2023 წელს გაიხსნა და მკვლელობაში ბრალდებული მამაკაციც დააკავეს. დადგინდა, რომ მკვლელობის მოტივი თანხა გახდა, რომელიც ბრალდებულმა ისესხა და გარკვეულ ვადაში უნდა დაებრუნებინა მოკლულისთვის და რის გამოც ბრალდებულმა ოჯახის სამივე წევრი მოკლა და შემდეგ გვამები ნაცნობის აგარაკზე დამარხა. დამნაშავემ პოლიციას დეტალებში მოუყვა მკვლელობის შესახებ და გვამების დამარხვის ადგილიც ზუსტად მიუთითა.

ასევე ნახეთ:

ივანე ხუჭუა - კაცი, რომელსაც დახვრეტა 5-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს, რადგან კორეამ მამაცობისთვის მედალი გამოუგზავნა - მისი აფერები საბჭოთა კრიმინალისტიკის ქრესტომათიაში შევიდა

„მეგობარი კაცი საწოლში მოკლა და მტკვარში გადააგდო...“ - ორმაგი მკვლელობა, რომელმაც, წლების წინ, თბილისი აალაპარაკა