ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლის სხეულის ენა გაშიფრეს - რა ვიდეოს ავრცელებს ეზოთერიკოსი
1748894124
აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, გადაბრუნებული სატვირთოდან, დაახლოებით 250 მილიონი ფუტკარი გაიქცა. ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სატვირთო ავტომობილი, კანადის საზღვართან ახლოს, გზაზე გადაბრუნდა, მას 31 750 კგ თაფლი გადაჰქონდა.
“ჩვენი მთავარი მიზანია, ფუტკრებს საშუალება მივცეთ, სკებში ხელახლა დაბრუნდნენ და თავიანთი დედა ფუტკარი იპოვონ“ - აცხადებენ სამართალდამცველები.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავარიის ადგილი ოპერაციის დასრულებამდე დახურული იქნება.