11 რამ სახლში, რაც ხელს გიშლით გამდიდრებაში - ფენ შუის ექსპერტების რჩევა
1789589548
ვაშინგტონმა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც, მისი შეფასებით, ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ, და მიანიშნა, რომ მომავალ წელს შესაძლოა კოლუმბიის ჯერიც დადგეს, თუ მისი ახალი მთავრობა კოკაინის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესს მიაღწევს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა ვენესუელას თანამშრომლობას ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლაში.
„დელსი როდრიგესის დროებითი პრეზიდენტობის პირობებში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვენესუელა აღარ ითვლებოდეს სახელმწიფოდ, რომელმაც აშკარად ვერ შეასრულა ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებები“, - განაცხადა ტრამპმა კონგრესისადმი გაგზავნილ მიმართვაში 15 სექტემბერს.