აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციის დაწყების დღიდან, 11 000-ზე მეტი სამიზნე დაიბომბა, 150-ზე მეტი ირანული გემი კი დაზიანდა ან განადგურდა

აშშ

 ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციის დაწყების დღიდან, 11 000-ზე მეტი სამიზნე დაიბომბა და 150-ზე მეტი ირანული გემი დაზიანდა ან განადგურდა. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

განცხადების თანახმად, აშშ-ის ძალები ბომბავენ ობიექტებს, რათა ჩამოშალონ ირანული რეჟიმის უსაფრთხოების აპარატი და პრიორიტეტს ანიჭებენ ლოკაციებს, რომლებიც უშუალო საფრთხეს წარმოადგენენ.

სამიზნეთა სიაში არიან: სამეთაურო და საკონტროლო ცენტრები, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" შტაბ-ბინები, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" სადაზვერვო ლოკაციები, ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემები, ბალისტიკური რაკეტების ლოკაციები, ირანული საზღვაო ფლოტის გემები და წყალქვეშა ნავები, ირანული საჰაერო თავდაცვის სისტემები, გემები საწინააღმდეგო რაკეტების ლოკაციები, სამხედრო კომუნიკაციის ძალები, ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების საწარმოები, იარაღის საწარმოები და შენახვის ბუნკერები, ანტი-საჰაერო რაკეტების ლოკაციები და სამხედრო ძალების დამხმარე ინფრასტრუქტურა.