მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა
1760504616
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უცხო ქვეყნის ექვს მოქალაქეს ვიზები გაუუქმა, რადგან ისინი ამერიკელი კონსერვატორის ჩარლი კირკის მკვლელობას მიესალმნენ.
„შეერთებული შტატები ვალდებული არაა მიიღოს უცხოელები, რომლებსაც ამერიკელებისთვის სიკვდილი სურთ. სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს ვიზების იმ მფლობელების გამოვლენას, რომლებიც ჩარლი კრიკის საშინელ მკვლელობას ზეიმობდნენ“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ის საგარეო უწყების ცნობით, ვიზები გაუუქმეს არგენტინის, სამხრეთ აფრიკის, მექსიკის, ბრაზილიის, გერმანიის და პარაგვაის მოქალაქეებს.