1770743848
აშშ-ის სახაზინო მდივნის განცხადებით, შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები „ამჟამად ძალიან კომფორტულია“
აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები "ამჟამად ძალიან კომფორტულია" - აცხადებს აშშ-ის სახაზინო მდივანი და ამბობს, რომ ეს ურთიერთობა შესაძლოა, ძალიან პროდუქტიულიც იყოს.
სკოტ ბესენტის თქმით, შეერთებული შტატები და ჩინეთი კონკურენტები იქნებიან, მაგრამ არის სურვილი, რომ ეს კონკურენცია სამართლიანი იყოს.
"არ გვინდა ჩინეთისგან დისტანცირება, მაგრამ რისკების შემცირება გვჭირდება", - განმარტავს ამერიკის სახაზინო მდივანი.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები მუშაობს სუვერენიტეტის აღსადგენად იმ სტრატეგიულ ინდუსტრიებში, სადაც ამჟამად ჩინეთი დომინირებს. ეს ეხება კრიტიკულ მინერალებს, ნახევარგამტარებსა და მედიკამენტებს.











