აშშ-ის პრეზიდენტმა და ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა შეერთებულ შტატებსა და ტაილანდს შორის სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა, ანუთინ ჩარნვირაკუნმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ხელშეკრულება ვაშინგტონსა და ფუკეტს შორის გააძლიერებს სავაჭრო ურთიერთობებს.

შეთანხმების შედეგადად, ტაილანდი გააუქმებს ამერიკულ პროდუქციაზე დაწესებულ ტარიფებს და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის ლიდერმა შეთანხმებას ხელი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მოაწერეს, სადაც დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება.

✕