საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
1775230573
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა სააგენტო Reuters-ს დაუდასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული გამანადგურებელი ჩამოაგდეს.
ამ დროისთვის ეკიპაჟის წევრების სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ ისრაელის წყაროებიც.
„ისრაელის არმიის რადიოს“ ცნობით, თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი დადასტურებულია და სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები უკვე დაწყებულია.
ეკიპაჟის მდგომარეობის შესახებ ზუსტი მონაცემები ამ ეტაპზე უცნობია.