ჯორჯია მელონი საუდის არაბეთში ჩავიდა

ჯორჯია მელონი

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში ჩავიდა.

იტალიის პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის მიზანია აღნიშნულ  ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება  და ირანის მხრიდან არსებული თავდასხმების ფონზე  იტალიის მხარდაჭერის დადასტურება.

გარდა ამისა, როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია განმარტავს,  ვიზიტი  ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებასაც ემსახურება.

„სპარსეთის ყურის ქვეყნები იტალიისთვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი წყაროა  და გლობალური ენერგეტიკული ფასების განსაზღვრაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ“, – აღნიშნავს იტალიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.