11 რამ სახლში, რაც ხელს გიშლით გამდიდრებაში - ფენ შუის ექსპერტების რჩევა
1789589548
იუსტიციის დეპარტამენტს სურს საზოგადოებას შეახსენოს იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ, - ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას“.
„კანონიერი საპროტესტო აქციები და დამოუკიდებელი ლობირება დაცული უფლებებია. თუმცა, თუ უცხოური მთავრობა ან უცხოური სუბიექტი ფარულად წარმართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან კოორდინაციას უწევს თქვენს საქმიანობას აშშ-ში, შეიძლება ამოქმედდეს გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გამჟღავნების ფედერალური კანონები. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები“, - განაცხადეს უწყებაში.