აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა

აშშ-ის განათლების დეპარტამენტი

აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა.

„ჩვენ განვაგრძობთ დაუღალავ ბრძოლას თითოეული ამერიკელის თანაბარი შესაძლებლობებისთვის და პასუხისმგებლობას დავაკისრებთ ნებისმიერ სკოლასა თუ კოლეჯს, რომელიც დაარღვევს ჩვენი გოგონებისა და ქალების უფლებებს, კონფიდენციალურობასა თუ სპორტულ შესაძლებლობებს“, - განაცხადა განათლების მდივანმა, ლინდა მაკმაჰონმა.

ამ ნაბიჯის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ეს ზიანს მიაყენებს ტრანსგენდერ ათლეტებს და შეასუსტებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებს.

✕