ცნობილი ხდება ვანგას წინასწარმეტყველება ოქროსთან და სხვა ძვირფას ლითონებთან დაკავშირებით
1770497225
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება და მათი მოსახლეობა ამისთვის ემზადება.
"ევროკავშირმა ომის ეკონომიკაზე გადასვლა გამოაცხადა, ამიტომ 2026-2030 წლების პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე საშიში იქნება. 2026 წელი ომამდე ბოლო არჩევნებია, ამიტომ ჩვენ ომის საწინააღმდეგო მიტინგებს ვატარებთ. ბრიუსელი ზეწოლას მოახდენს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რათა მონაწილეობა მიიღონ ომში. სწორედ ამიტომ არის ბრიუსელი ჩვენი მთავარი ოპონენტი და არა – პარტია "ტისა", რომელსაც 27 წევრი ჰყავს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა ქალაქ სომბატჰელიში, "ომის საწინააღმდეგო მიტინგზე" სიტყვით გამოსვლისას.