არქეოლოგებმა, 2800 წლის წინ დახოცილი ქალებისა და ბავშვების სამარხი აღმოაჩინეს (უცხოეთი)

სერბეთი

სერბეთის ჩრდილოეთით ქალებისა და ბავშვების მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, რომლებიც 2800 წლის წინ სასტიკად დახოცეს. ინფორმაცია აღმოჩენის შესახებ ჟურნალში Nature Human Behaviour გამოქვეყნდა.

სამარხი გომოლავას არქეოლოგიურ მონაკვეთზე იპოვეს. დასახლება ძვ.წ. VI ათასწლეულში დაარსდა, თუმცა ძვ.წ. IX საუკუნისთვის იქ ნახევრად მომთაბარე ჯგუფებმა დაიწყეს თავმოყრა, რამაც „ფიზიკური, პოლიტიკური და კონცეპტუალური კონფლიქტები“ გამოიწვია.

სამარხის დიამეტრი 2,9 მეტრია, სიღრმე კი - 0,5 მეტრი. საფლავში ასევე აღმოაჩინეს კერამიკული ჭურჭელი, ბრინჯაოს სამკაულები და თითქმის 100 ცხოველის ძვალი.

მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან, ირლანდიიდან, ნიდერლანდებიდან და სხვა ქვეყნებიდან დაადგინეს, რომ ორმოში ნაპოვნი 77 ადამიანის ჩონჩხიდან 69% ბავშვებს ეკუთვნოდა.​ ნაშთებზე აღმოჩენილია თავის არეში განზრახ მიყენებული, სასტიკი ტრავმების კვალი, რომელიც სხვადასხვა იარაღითაა შესრულებული.სავარაუდოდ, თავდამსხმელები მსხვერპლზე გაცილებით მაღლები იყვნენ ან ცხენზე ამხედრებულები გადაადგილდებოდნენ.

კვლევის წამყვანმა ავტორმა და ედინბურგის უნივერსიტეტის ბიოარქეოლოგმა, ლინდა ფიბიგერმა აღნიშნა, რომ არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ამ ადამიანების დატყვევებაზე მიუთითებდა. „ჩვენ ვსწავლობთ დასახლებების სტრუქტურის, მიწათსარგებლობისა და, სავარაუდოდ, თანმხლები ძალაუფლების სტრუქტურების ცვლილებას“, - დასძინა მან.