პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1772034266
ბრაზილიის ერთ-ერთ შტატში მიიღეს კანონი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს საკუთარი შინაური ცხოველები თავიანთი სასაფლაოს ტერიტორიაზე დაკრძალონ.
კანონი ერთგული ძაღლის, სახელად ბობის ისტორიით არის შთაგონებული.
ბობიმ თავისი პატრონის დაკრძალვის შემდეგ მის საფლავზე 10 წელი გაატარა.
ბრაზილიური მედიის ცნობით, ოჯახის სხვა წევრებმა ბობის წაყვანა სახლში არაერთხელ სცადეს, თუმცა ის ყოველთვის ახერხებდა გაქცევას და კვლავ ბრუნდებოდა თავისი პატრონის განსასვენებელთან.
ბობი სამწუხაროდ 2021 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.