1772719320
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ დღეს ირანიდან ნასროლი ექვსი რაკეტა და 131 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დღეს ექვსი რაკეტა და 131 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ ირანის მხრიდან გაერთიანებულ საამიროებზე იერიშების დაწყებიდან დღემდე სამი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 94-მდე პირი.
უწყების ცნობით, გარდაცვლილები პაკისტანის, ნეპალისა და ბანგლადეშის მოქალაქეები იყვნენ












