ზელენსკი ორბანზე: ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივცემთ - დაე, დაურეკონ მას და თავიანთ ენაზე ელაპარაკონ

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი შეწყვეტს ევროკავშირის დონეზე 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის საბოლოო დამტკიცების ბლოკირებას.

„ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს ან პირველ ტრანშს ამ 90 მილიარდიდან და უკრაინელ მეომრებს ექნებათ იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემთ - დაე, დაურეკონ მას და თავიანთ ენაზე ელაპარაკონ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.