1770743848
არ მინდა აშშ-თან ურთიერთობის სრულ გაწყვეტამდე მივიდეთ მხოლოდ იმის გამო, რომ თეთრ სახლში არის გარკვეული პიროვნება, რომელიც გვაყენებს ტკივილს და შეურაცხყოფას - ბელგიის პრემიერი
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა საერთაშორისო პოლიტიკაში შექმნილ ახალ რეალობასა და ევროპა-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად ვაშინგტონიდან მომავალი ზოგიერთი დამაზიანებელი გზავნილისა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაწყვეტა ევროპისთვის საბედისწერო შეცდომა იქნება.
დე ვევერმა აღიარა, რომ თეთრი სახლიდან მომავალი ზოგიერთი გადაწყვეტილება ევროპისთვის „დამამცირებელი და დამაზიანებელია“, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-თან ურთიერთობის სრული გაწყვეტა „სისულელე“ იქნებოდა.
„არ მინდა აშშ-თან ურთიერთობის სრულ გაწყვეტამდე მივიდეთ მხოლოდ იმის გამო, რომ თეთრ სახლში არის გარკვეული პიროვნება, რომელიც გვაყენებს ტკივილს და შეურაცხყოფას“, - აღნიშნა მან.
პრემიერის განცხადებით, ევროპა ზედმეტად გულუბრყვილო აღმოჩნდა.
„სამყარო, რომელზეც ვოცნებობდით, აღარ არსებობს - შესაძლოა, ის არც არასდროს არსებობდა“, - განაცხადა მან.
დე ვევერის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ნათლად აჩვენა ევროპის ძლიერი დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებზე. მან დასძინა, რომ ევროპას შესაძლოა აღარ ჰქონდეს აშშ-ის იმედი ისე, როგორც ეს ბოლო 80 წლის განმავლობაში იყო.
ბელგიის მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ლიდერებს, არ მიიღონ გადაწყვეტილებები ემოციურ ნიადაგზე.
„აშშ-თან კავშირის ერთ ღამეში გაწყვეტა აბსოლუტური უგუნურება იქნებოდა“, - დასძინა მან.
Belgian Prime Minister Bart De Wever:
— Clash Report (@clashreport) February 10, 2026
Some things coming from the White House hurt us and humiliate us. But a total rupture with the United States would be stupid.
Europe has been naïve. The world we dreamed of no longer exists — maybe it never did.
Ukraine showed how… pic.twitter.com/vk4qMKYP1J











