„არ არის საჭირო მოლოცვა...“ - რაზე ესაუბრა უკანასკნელად ბუბა მეგობარს - მსახიობი დეტალებს იხსენებს

ბუბა კიკაბიძე

რუსეთის თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, სტანისლავ სადალსკი საქართველოში, ბუბა კიკაბიძესთან გამოსამშვიდობებლად გამოემგზავრა. მანამდე, მან ლეგენდარულ მსახიობთან და მომღერალთან ბოლო საუბარი გაიხსენა. აღსანიშნავია, რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა კიკაბიძესთან.

როგორც სადალსკიმ თქვა, კიკაბიძემ სიკვდილის მოახლოება იწინასწარმეტყველა, ამიტომ ახალი წლის ღამეს გარდაცვლილი მეუღლე, ირინა გაიხსენა.

„მისი მეუღლე, ირინა, ერთი წლის წინ, 2021 წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა. ბუბა ძალიან დამწუხრებული იყო მისი წასვლის გამო, ახალი წლის მილოცვის პასუხად მითხრა: „არ არის საჭირო მოლოცვა, წავედი, ვკვდები...“, - იხსენებს სადალსკი.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ: 

„კომპოზიტორი და კინომსახიობი 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა მედია წერს, რომ ბოლო წლებში კიკაბიძე ავადმყოფობდა.

შეგახსენებთ, რომ კიკაბიძე მხარს უჭერდა უკრაინას და ეწინააღმდეგებოდა კრემლის მიერ გაჩაღებულ სისხლისმსმელ ომს.

ვახტანგ კიკაბიძემ 84 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბათუმში საიუბილეო კონცერტზე შეგროვებული მთელი თანხა უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად გადარიცხა.“

წყარო: unian