რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, აირჩიონ საკუთარი ბედი, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ერევანში გამართულ სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტზე განაცხადა.
კოშტამ გუშინ ერევანში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე მეორე ისტორიულ მოვლენას წარმოადგენს.
ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, ეს იმის ნათელი სიგნალია, თუ როგორ სურს ევროკავშირს სომხეთთან ურთიერთობების დამყარება.
ანტონიუ კოშტას განცხადებით, სომხეთი მშვიდობისა და დემოკრატიის ახალ ეპოქაში შევიდა, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის განვითარებისთვის, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობებისთვის.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავიცვათ სომეხი ხალხის თავისუფლება, აირჩიონ საკუთარი ბედი. შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ, რომ ამ გზას ერთად გავივლით საერთო გზაზე“, – განაცხადა კოშტამ და დაამატა, რომ სომხეთი ევროპიდან კასპიის ზღვამდე და ცენტრალურ აზიამდე მიმავალი გზის ქვაკუთხედია.