ჯარიმა 1000 ლარი და პროდუქციის კონფისკაციაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
1779299235
ირანის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რაკეტებით და დრონებით განხორციელებული უსამართლო თავდასხმების შემდეგ, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ არაბთა გაერთიანებული საამიროების ხალხს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევები მიუღებელია და უნდა შეწყდეს.
„ირანი უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რათა უზრუნველყოს ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება. ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან დეესკალაციის, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისა და რეგიონული უსაფრთხოებისთვის მდგრადი დიპლომატიური გადაწყვეტის მისაღწევად“, – წერს კოშტა.