ანტალიაში ტურისტს კატერმა გადაუარა - ის ადგილზე გარდაიცვალა

კატერი

თურქეთში, ანტალიაში, რუს ტურისტს კატერმა გადაუარა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, 42 წლის რუსი ქალი ტივტივებს გასცდა, რა დროსაც მას ნავმა გადაუარა.

თვითმხილველებმა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ექიმებმა დაადასტურეს, რომ ქალი გარდაცვლილი იყო.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებულია ნავის მფლობელი და კაპიტანი.