ანკარაში აზერბაიჯანის საელჩოსთან და სტამბოლში აზერბაიჯანის საკონსულოსთან საპროტესტო აქციები გაიმართა

ანკარა

ანკარაში აზერბაიჯანის საელჩოსთან და სტამბოლში აზერბაიჯანის საკონსულოსთან საპროტესტო აქციები გაიმართა. თურქული მედიის თანახმად, ასეულობით დემონსტრანტმა გააპროტესტა აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც სკოლებში ჰიჯაბების აკრძალვას ითვალისწინებს.

„ჰიჯაბი ღვთის ბრძანებაა; მისი აკრძალვა არ შეიძლება“, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ამასთანავე, სტამბოლში, აზერბაიჯანის გენერალური საკონსულოს წინ გამართული საპროტესტო აქციების გამო, უსაფრთხოების მკაცრი ზომები იქნა მიღებული.

საკონსულოს შესასვლელი პოლიციის ავტომობილებით გადაიკეტა.

ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო ცვლილებები სასკოლო ჩაცმულობის წესებში, რომლებიც კრძალავს ისეთ ტანსაცმელს, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის „სეკულარულ (საერო) პრინციპებს“ ან ოფიციალურ სასკოლო უნიფორმას.

✕