„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს, საგამოძიებო იზოლატორის დატოვება შეუძლია. მისთვის გირაოს სახით 140 მილიონი გრივნაა შეტანილი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერმაკი საგამოძიებო იზოლატორში ხუთშაბათს, 14 მაისს მოათავსეს. სასამართლომ მას გირაოს სახით 140 მილიონი გრივნა დაუწესა. პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მას ამდენი ფული არ ჰქონდა, თუმცა მისი ადვოკატები თანხის შეგროვებას შეეცდებოდნენ.
პარასკევს საღამოსთვის, გირაოს სრული თანხის შეგროვება ვერ მოხერხდა. ამის გამო, ერმაკმა იზოლატორში შაბათ-კვირა გაატარა - უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო, რომელსაც გირაოს საფუძველზე მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება უნდა მიეღო, შაბათს და კვირას არ მუშაობდა.
ანდრეი ერმაკი ეჭვმიტანილია საქმეში, რომელიც კიევის მახლობლად მდებარე ელიტური კომპლექსის, „დინასტიის“, მშენებლობისას 460 მილიონი გრივნის (10 მილიონი დოლარი) ლეგალიზაციას ეხება. ის ბრალს არ აღიარებს.