1746303287
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადეს

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადეს მათ შორის, საბანკო და ენერგეტიკასთან დაკავშირებული ზომები, რათა უკრაინაში ომის დასასრულებლად მოსკოვზე წნეხი გაიზარდოს.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სანქციების სამიზნე კომპანია „გაზპრომი” და სხვა მსხვილი სუბიექტები არიან ბუნებრივი რესურსებისა და საბანკო სექტორებიდან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოაწერს თუ არა ხელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სანქციების დამტკიცებას.