ამერიკელი დემოკრატი პოლიტიკოსის მელისა ჰორტმანის და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - დანაშაულის დროს ის პოლიციის ფორმაში იყო გადაცმული

ჯკ

აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, მინესოტასპოლიციამ დააკავა დემოკრატი პოლიტიკოსის, მელისა ჰორტმანის და მისი მეუღლის სავარაუდო მკვლელობაში ეჭვმიტანილი. ინფორმაციას BBCავრცელებს.

იმავე დღეს დაჭრეს შტატის სენატორი ჯონ ჰოფმანი და მისი მეუღლეც. ადგილობრივი მედიის ცნობით, წყვილი ოპერაციის შემდეგ გონზე მოვიდა. აღნიშნულ ფაქტს მინესოტას გუბერნატორმა "პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობა" უწოდა.

მკვლელობაში ბრალდებული 57 წლის ვენს ლუთერ ბოლტერია, რომელიც, სავარაუდოდ, პოლიციის ფორმაში იყო გადაცმული, რათა პოლიტიკოსებს მისთვის სახლის კარი გაეღოთ. მკვლელობის შემდეგ, ის მინეაპოლისის გარეუბანში პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს მიიმალა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, სროლა "შტატის კანონმდებლებზე მიზანმიმართული თავდასხმა" იყო და დასძინა, რომ "ამ ტიპის საშინელი ძალადობა მიუღებელია".