1770841551
ამ წუთებში, მედიკოსები და მეხანძრე-მაშველები კიევში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ განადგურებული შენონებიდან მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ
ამ წუთებში მედიკოსები და მეხანძრე-მაშველები კიევში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ განადგურებული შენონებიდან მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ.
ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონს დაარტყეს. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. აფეთქებებია დნიპროპეტროვსკის ოლქშიც. თავდასხმის შედეგად, დაშავებულია ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
უკრაინის პრეზიდენტმა უარყო Reuters-ის ინფორმაცია, რომლის მიხედვით ის 24 თებერვალს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებისა და ტერიტორიებთან დაკავშირებული რეფერენდუმის გამოცხადებას გეგმავს.
"უკრაინაში ომის დროს არჩევნების ჩატარება ნამდვილად არ არის კარგი გამოსავალი", – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა. კაია კალასის თქმით, ევროპული ქვეყნების უმეტესობას კონსტიტუციაში აქვს ჩაწერილი, რომ ომის დროს არჩევნები არ ტარდება.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მხარს უჭერენ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის შეღავათიანი კრედიტის გამოყოფას და მიიჩნევენ, რომ ეს თანხა საკმარისი არ არის - წერს Deutsche Welle. მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის თავდაცვის საბჭოს სხდომაზე ღიად დააფიქსირა, რომ კიევისთვის გაწეულმა დახმარებამ არ უნდა ჩაანაცვლოს ის ორმხრივი სამხედრო მხარდაჭერა, რომელსაც წევრი ქვეყნები უკრაინას საკუთარი ეროვნული ბიუჯეტებიდან უწევენ.











