ალა პუგაჩოვა რუსეთში ქონებას ყიდის – მდიდრული ვილა 10 მილიონად იყიდება

ალა პუგაჩოვა

რუსული ესტრადის პოპდივა, ალა პუგაჩოვა რუსეთში საკუთარ ქონებას ყიდის. მომღერალი ტელეწამყვან მეუღლესთან, მაქსიმ გალკინთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა.

ცნობილია, რომ წყვილი აპროტესტებს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს. მაქსიმ გალკინმა სოციალურ ქსელებში უკრაინის მხარდამჭერი არაერთი მიმართვაც გაავრცელა, რის გამოც ის რუსულმა პროპაგანდამ ქვეყნის მოღალატედ შერაცხა. 

რუსი ჟურნალისტი ალიონა ჟიგალკინა, თავის წყაროებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ პუგაჩოვა და გალკინი გრიაზში მდებარე მდიდრულ სასახლეს ყიდიან. ფასი 10 მილიონი დოლარია. სასახლის ახალ მეპატრონეს ელოდება საცურაო აუზი, კინოთეატრი, საზაფხულო თეატრი და ულამაზესი ბაღი.