ახლო აღმოსავლეთისკენ აშშ-ის მესამე ავიამზიდი მიემართება - მედია

ავიამზიდი

 ირანის სახელმწიფოს ინფრასტრუქტურულ და სამხედრო ობიექტებზე მორიგი თავდასხმა - სამხედრო ოპერაციების ვიდეო კადრებს X- პლატფორმაზე აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. ამავე დროს, საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება აშშ-ის მესამე ავიამზიდი.

გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა ღამით ისრაელის ქალაქ ჰაიფაში, სადაც გასული დღის განმავლობაში ირანის მხრიდან არაერთი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა.

ბაღდადში აშშ-ის ჟურნალისტი გაიტაცეს. Reuters-ის ინფორმაციით, გამოძიებაში ფედერალური ბიურო აქტიურად ჩაერთო.

მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ნავთობის ფასმა თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე 118 დოლარს გადააჭარბა.