ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ის სტივ უიტკოფთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს

აბას არაღჩი

 ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ომის დასრულების საკითხებზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მისი თქმით, ის უიტკოფისგან მოკლეტექსტურ შეტყობინებებს იღებს. ისინი აზრთა გაცვლით არიან დაკავებულნი, თუმცა მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ. ყველა შეტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლით იგზავნება.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ირანს აშშ-ის 15-პუნქტიან გეგმაზე ჯერ არ უპასუხია.

„ჩვენ 15 ამერიკულ წინადადებაზე არავითარი პასუხი არ გაგვიგზავნია. ჩვენ აგრეთვე არავითარი წინადადებები ან პირობები არ წარმოგვიდგენია“, - თქვა არაღჩიმ.

როგორც არაღჩიმ დასძინა, ირანისთვის ომის დასრულების პირობები ნათელია. თეირანს არა ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ომის სრული დასრულება სურს, როგორც ირანში, აგრეთვე მთელ რეგიონში.

თეირანს აგრეთვე სურს მიიღოს გარანტია, რომ მასზე თავდასხმა არ განმეორდება და მას მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციას გადაუხდიან.