1774906632
დაღუპულია 23 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი - ავიაკატასტროფა ოკუპირებულ ყირიმში
ოკუპირებულ ყირიმში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 23 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, An-26-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავთან კავშირი 31 მარტს, მოსკოვის დროით დაახლოებით 18:00 საათზე დაიკარგა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკატასტროფის წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა.
ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია მუშაობს










