„ევროპული სასამართლო ამ საჩივრებს სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე განიხილავს “ - ბექა ძამაშვილი

ბექა ძამაშვილი

 იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ  სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საქართველოს მთავრობას გამოეგზავნა სამი ორგანიზაციის და სამი ფიზიკური პირის საჩივარი, რომლებიც დაობენ, თითქოს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი არღვევს მათ უფლებებს,ევროპული კონვენციით განსაზღვრულ უფლებებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს საჩივრები შეტანილი არის გასული წლის ივლისსა და აგვისტოში  და ევროპულმა სასამართლომ თითქმის 9 თვის თავზე გამოაგზავნა სახელმწიფოსთან საპასუხოდ, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპული სასამართლო ამ საჩივრებს განიხილავს სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე. პირდაპირ მითითებულია, რომ ვადები ექნება სახელმწიფოს სტანდარტული, კერძოდ,ივლისის ბოლომდე უპასუხებს სახელმწიფო ამ შეკითხვებს, შემდეგ შეკითხვებს უპასუხებენ თავად მომჩივნები და წლის ბოლოს, ასევე, საბოლოო პასუხის გაცემის შესაძლებლობა ექნება სახელმწიფოს,რაც ნიშნავს იმას, რომ  მომდევნო წლამდე არ არის მოსალოდნელი გადაწყვეტილების მიღება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.