VIDEO: რუსკა ქარქაშაძე მეორე შვილს ელოდება - წყვილმა სქესის გაგების ცერემონიიდან კადრები გაავრცელა
1768149692
ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის შორეულ სანაპიროზე, მასობრივი გამორიყვის შემდეგ 6 ვეშაპი მოკვდა. BBC-ის ინფორმაციით, მოხალისეები 15 გადარჩენილი ვეშაპის ზღვაში დაბრუნებას ცდილობენ.
მედიის ცნობით, Farewell Spit-ზე დაახლოებით 55 ვეშაპი გამოირიყა. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობამ ზღვაში დაბრუნება მოახერხა, 15 ისევ გამოირიყა და ახლა დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის სანაპიროზე არიან მიმოფანტული. მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ასხამენ მოხალისეები ვეშაპებს წყალს და ცდილობენ მათ გადარჩენას, ვიდრე მოქცევა დაიწყება.
"როდესაც მოქცევა დაიწყება, ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ეს ვეშაპები ერთად შევკრიბოთ და შემდეგ უფრო ღრმა წყალში გადავიტანოთ", - თქვა ზღვის ძუძუმწოვრებთან მომუშავე არაკომერციული ორგანიზიცია Project Jonah-ის წარმომადგენელმა ლუიზ ჰოუკსმა.