ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
გამომძიებლები Air India-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზს ასახელებენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათი თქმით, Air India-ს თვითმფრინავის ჩამოვარდნა შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო იმით, რომ ის ფრენისას გადაუდებელი სიტუაციებისთვის განკუთვნილ ელექტროენერგიაზე მუშაობდა.
Air India-ს თვითმფრინავის ჩამოვარდნას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმფრინავი აფრენიდან 40 წამში ჩამოვარდნა.
გამომძიებლები მიზეზის დადგენას ცდილობენ, ერთ-ერთი თეორიის მიხედვით ავიაკატასტროფის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა.