1750275052
2025 წლის 21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა - რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს იმისათვის, რომ წარმატება და იღბალი მოვიზიდოთ

2025 წლის 21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა. ასტროლოგები მას წლის ერთ-ერთ გამორჩეულ თარიღს უწოდებენ. ზაფხულის მზებუდობის დროს მზე თავისი სიმძლავრის პიკს აღწევს და ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია, გავაკეთოთ ის, რაც დიდი ხანია, გვინდა, მაგრამ აქამდე მოტივაცია და შემართება არ გვყოფნიდა. აღნიშნულ დღეს წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი გვექნება და ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ეს ენერგია გამოვიყენოთ.
უძველესი დროიდან არაერთი რიტუალი არსებობს, რომლებსაც ადამიანები მზებუდობის დღეს იყენებდნენ, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოეზიდათ.
ზაფხულის მზებუდობის დღეს ადამიანები დილით, ადრე დგებოდნენ და ბანაობდნენ. ითვლებოდა, რომ ეს რიტუალი ჯანმრთელობასა და სიჯანსაღეს განაპირობებდა. ასევე, ძველად, მზებუდობის დღეს ფეხსაცმელს იხდიდნენ და დილით, ცვრიან ბალახზე, ფეხშიშველი მიდიოდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ამ გზით დედამიწას საკუთარ კეთილგანწყობას აგრძნობინებდნენ და საპასუხოდ, სამყაროსგანაც მხარდაჭერას ელოდნენ.
უმჯობესია დილით, მზის ამოსვლამდე გაიღვიძოთ. ხოლო, როცა მზის სხივებს დაინახავთ, ჩაიფიქრეთ ის სურვილი, რომლის ახდენაც ყველაზე მეტად გინდათ. ითვლება, რომ ეს სურვილი აუცილებლად აგიხდებათ. თუმცა, სურვილის ფორმულირებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს - ის სხვისთვის ზიანის მიყენებას არ უნდა გამოხატავდეს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე მშვიდად, ჩხუბისა და კონფლიქტების გარეშე გაატაროთ. შემოუშვით თქვენს გულებში მზის ძალა, იყავით ადამიანების, სამყაროს მიმართ კეთილგანწყობილი, მადლიერი, სიყვარულითა და სითბოთი სავსე და ეს ემოცია მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ...ვრცლად