1750275052
რომელია ყველაზე უსაფრთხო ადგილი თვითმფრინავში

ფრენის დაჯავშნისას გიფიქრიათ იმაზე, თუ რომელი სავარძელი დაგიცავთ ყველაზე მეტად საგანგებო სიტუაციებში? ალბათ არა. ადამიანების უმეტესობა სკამებს კომფორტისთვის არჩევს - ზოგისთვის მოსახერხებელი ფანჯარასთან ჯდომაა, ზოგისთვის გასასვლელთან და ა.შ. არავის სურს ბოლო რიგში ერთ-ერთი შუა ადგილი დაიკავოს.
აშშ-ს უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ანალიზის მიხედვით, თვითმფრინავში სიკვდილის ალბათობა 205,552-ში დაახლოებით ერთია.
TIME-ის კვლევამ აჩვენა, რომ თვითმფრინავის შუა უკანა სავარძლებში ყოფნის დროს სიკვდილიანობის რისკი ყველაზე დაბალი - 28%-ი იყო. მაშინ, როდესაც შუა (წინა რიგებში) სავარძლებში სიკვდილიანობის რისკი 48%-ი იყო.
თვითმფრინავში უსაფრთხო ადგილებად ასევე საგანგებო გასასვლელებთან არსებული სავარძლები მიიჩნევა.