"ფრთხილად უნდა იყოს თბილისი და კახეთი..." - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1770321969
აშშ-ის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ გემზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი წყნარ ოკეანეში ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტებით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული“, – ნათქვამია აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადებაში.
მათივე ცნობით, ოპერაციის დროს ამერიკელი სამხედრო ძალები არ დაშავებულან.
როგორც „როიტრი“ წერს, ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოთჩი“ თავის ყოველწლიურ ანგარიშში ნარკოტრეფიკინგში ჩართულ გემებზე თავდასხმების ესკალაცია გააკრიტიკა.
აშშ-ის ქმედებები დაგმო გაერო-ს ადამიანის უფლებათა დამცველმა კომისარმა და ნარკოდილერების წინააღმდეგ საზღვაო თავდასხმები „მიუღებლად“ და საერთაშორისო ადამიანის უფლებების დარღვევად შეაფასა.