ადგილობრივების გაფრთხილების მიუხედავად, ცოლ-ქმარი სამ მოზარდთან ერთად, ტყეში სალაშქროდ წავიდა... - რა მოხდა გერმანიის მთებში

დაკარგულები

გერმანიის მთებში, მაშველებმა ოჯახი გადაარჩინეს, რომლებიც სალაშქროდ მოუმზადებლები წავიდნენ. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ზალცბურგის ფლახგაუს რეგიონში, მიუხედავად ადგილობრივების გაფრთხილებისა, ცოლ-ქმარი სამ მოზარდთან ერთად მთებში სალაშქროდ მოუმზადებლები წავიდნენ. მათ არც სპეციალური ფეხსაცმელი, არც საწვიმარი და არც ფანარი ჰქონდათ თან.

ოჯახი ღამის გათევას მთებში გეგმავდა, თუმცა დაბალი ტემპერატურის და აღჭურვილობის არქონის გამო, მათ გზის გაგრძელება ვერ შეძლეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ლაშქრობის დროს, ოჯახმა ავსტრიის საზღვარი გადალახა.

სამთო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მთელი ოჯახის ფეხსაცმელი მთის ლაშქრობისთვის შეუფერებელი იყო. თან არც საწვიმარი ქურთუკები ჰქონიათ და არც ფანრები. მათ ჰიპოთერმია მიიღეს.