რას უქადის ელ-ნინიო საქართველოს - სპეციალისტების პროგნოზი
1782590353
დიდ ბრიტანეთში 74 წლის ქალმა საკუთარი გარდაცვალების შესახებ მუნიციპალური საბჭოსგან მიღებული სამძიმრის წერილიდან შეიტყო. ამის შესახებ BBC News იუწყება.
ბარბარა სკედმა, პენსიონერმა აიბსტოკიდან, 21 მაისს ჩრდილო-დასავლეთ ლესტერშირის საოლქო საბჭოსგან მიიღო შეტყობინება, რომელიც გარდაცვალების გამო მისი სახლის საგადასახადო გადახდების კორექტირებას ეხებოდა. წერილი მისი იურისტების სახელზე იყო გაგზავნილი. ამის შემდეგ ხანდაზმული ბრიტანელის ყველა შეღავათი და დახმარება, მათ შორის პენსია და საპენსიო კრედიტი, გაიყინა.
ხელისუფლებამ განმარტა, რომ წერილი სტანდარტული პროცედურის მიხედვით გაიგზავნა მას შემდეგ, რაც შრომისა და პენსიების დეპარტამენტმა (DWP) სკედის გარდაცვალების შესახებ აცნობა. სკედი იძულებული გახდა, ჩინოვნიკებისთვის პირადად დაემტკიცებინა, რომ ცოცხალია — მათ შესამოწმებლად ინსპექტორიც კი გაუგზავნეს. თუმცა, მისი თქმით, მას არც განმარტება მიუღია და არც ბოდიში.